"ღირსების ნაბიჯით და ამაღლებული ტანჯვით ამაღლდა ზეცად!" - თემურ შაშიაშვილი გელათის ტაძრის წინამძღვარზე
ქუთაისის ყოფილი მერი, თემურ შაშიაშვილი გელათის ტაძრის წინამძღოლის, მამა იოსების გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
"მარადიულობაში გადასახლდა!!!
ვიცნობ რა ათწლეულებია, გელათის მრევლმა ვიცით რა, ცხოვრების როგორი წესითაც ცხოვრობდა - სხვა სიტყვებს ვერ გამოვიყენებ მასთან დაკავშირებით !
მისი ბოლო ნაბიჯიც სწორედ ამის დასტურია: ცეცხლმოკიდებულ კელიაში შევარდა - იქ მამაო ეგულებოდა....
ცეცხლი მოედო და უმძიმესი დამწვრობა მიიღო...
ამ მდგომარეობაში მყოფიც აქეთ გვამხნევებდა...
გელათის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მამა იოსები სიკეთით სავსე კაცი იყო, რწმენის კაცი იყო და სიკეთით გვაძლიერებდა რწმენაში !
მადლობა მას უძლეველობისთვის - ღირსების ნაბიჯით და ამაღლებული ტანჯვით ამაღლდა ზეცად!" - წერს თემურ შაშიაშვილი.
ცნობისთვის,გელათის ტაძრის წინამძღვარმა, მამა იოსებ ბურჯანაძემ დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო. მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი. მოძღვარი კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და დღეს, 30 იანვარს გარდაიცვალა.
მარადისობაში გადასახლდა !!!
ვიცნობ რა ათწლეულებია, გელათის მრევლმა ვიცით რა, ცხოვრების როგორი წესითაც ცხოვრობდა -სხვა...Опубликовано თეიმურაზ შაშიაშვილი Понедельник, 30 января 2023 г.