თეგებით ძიება

„დღეს "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერა "ოცნების" მხარდაჭერას უდრის“ - ნათია მეზვრიშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას უდრის.

„სააკაშვილის ჩამოსვლა, ნაცმოძრაობაში დაპირისპირება და არჩევნებში ეს შედეგი მხოლოდ ერთ კაცს აწყობდა. გაიმარჯვა ბიძინამ.
დღე ნაცმოძრაობის მხარდაჭერა ოცნების მხარდაჭერას უდრის და პირიქით.
ნებისმიერი პარტია, რომელიც ნაცმოძრაობის ქოლგის ქვეშ დადგება ან ოცნების მაშველი რგოლი იქნება, იმუშავებს ბიძინას სასასგებლოდ.
ბიძინას სასარგებლოდ მუშაობა ნიშნავს საქართველოს ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ მუშაობას (გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად) იმიტომ, რომ არაერთხელ გვითხრეს - ან ბიძინა ან საქართველოს ევროპული მომავალი.
თუ გვინდა, რომ ბიძინას გამარჯვება მხოლოდ ნაცმოძრაობის შიდა არჩევნებით შემოიფარგლოს და საქართველოსთვის ბრძოლა ხალხმა მოიგოს, არც ნაცმოძრაობას, არც ოცნებას და არც ერთ პარტიას, რომელიც ან ნაცური ქოლგის ჩრდილში დგას ან ოცნების მაშველი რგოლია, ხმა არ უნდა მივცეთ.
არც ერთ პარტიას, რომელიც იმუშავებს ხალხის და პარტნიორების ნდობის დასუსტებაზე, ნიჰილიზმის დათესვაზე და ფუჭი მოლოდინების შექმნაზე, ხმა არ უნდა მივცეთ.
რეალურად ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი ბრძოლა #საქართველოსთვის ახლა იწყება.
უნდა ვიმუშაოთ ხალხის ნდობის მოპოვებაზე, ვისაუბროთ საქმეზე, საქმეზე და მხოლოდ საქმეზე მიუხედავად იმისა, რომ იქნება ამაზე ბინძური დღის წესრიგების შექმნის მცდელობა. და აუცილებლად უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი არჩევნებისთვის, რომელმაც უნდა შეზღუდოს ორივეს ძალაუფლება“, - წერს ნათია მეზვრიშვილი.

სააკაშვილის ჩამოსვლა, ნაცმოძრაობაში დაპირისპირება და არჩევნებში ეს შედეგი მხოლოდ ერთ კაცს აწყობდა. გაიმარჯვა ბიძინამ....Опубликовано Natia Mezvrishvili Понедельник, 30 января 2023 г.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა