„რომ არა მიშას მდგომარეობა, პეპლებსა და ყვავილებზე გადავაწყობდი ჩემს ფბ კედელს და ვირტუალურ ფლორა-ფაუნაში გადავეშვებოდი...“ - მეგი გოცირიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, სოციალურ ქსელში პოლიტიკურ აქტიურობას შეწყვეტდა და პოსტების წერას შედარებით მსუბუქ თემებზე დაიწყებდა.
„ისეთებს ვხედავ, ვკითხულობ და მესმის, რომ არა მიშას მდგომარეობა, პეპლებსა და ყვავილებზე გადავაწყობდი ჩემს ფბ კედელს და ვირტუალურ ფლორა-ფაუნაში გადავეშვებოდი სრული რელაქსაციისთვის, მაგრამ ვინ მომცა მე მაგის ბედი“, - წერს გოცირიძე.
ისეთებს ვხედავ, ვკითხულობ და მესმის, რომ არა მიშას მდგომარეობა, პეპლებსა და ყვავილებზე გადავაწყობდი ჩემს ფბ კედელს და...Опубликовано Megi Gociridze Понедельник, 30 января 2023 г.