თეგებით ძიება

ძალიან მეეჭვება, ასეთ მდგომარეობაში მომდევნო კვირამდე გაძლოს - გიული ალასანია სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა.

"გონების დაკარგვის ეპიზოდი განმეორდა. გუშინ იყო და ხვალ იქნება კიდევ ახალი პროცესი, მაგრამ მე არ ვიცი რა აზრი აქვს ამ ყველაფერს. იმიტომ, რომ არ ვიცი ეს ადამიანი როდემდე გაძლებს. ძალიან მეეჭვება, მომდევნო კვირამდე გაძლოს მან ასეთ მდგომარეობაში. ეს „მომდევნო კვირა“ აღარ დაილია. მაქვს სურვილი, რომ ვენების დახმარებით მოხდეს საკვები დანამატების მიღება. სააკაშვილი გამოუცდელობის გამო ამბობს უარს ამაზე. როგორც ჩანს, მიზეზი უნდობლობაა, ზუსტად არ ვიცი. მე ვაპირებ მასთან ამ თემაზე საუბარს“, - განაცხადა ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა