შენი წარსული განსაზღვრავს, ვინ ხარ დღეს და დაგეხმარება იყო ისეთი ადამიანი, როგორიც ხვალ იქნები
წარსულში დაბრუნება ან მომავალზე „გადახტომა“ შეუძლებელია. ცხოვრებაში ერთადერთი მუდმივი მომენტი აწმყოა. ხშირად, ადამიანები ვერ ვაცნობიერებთ, აწმყოს ღირებულებას და ვკარგავთ ძვირფას მომენტებს, ან ვნერვიულობთ წარსულზე, რომლის შეცვლაც შეუძლებელია, ან გვეშინია მომავლის, რომელიც ჯერ კიდევ მოვა.
გთავაზობთ ციტატებს, რომლებიც შთაგაგონებთ, იცხოვროთ აწმყოში, დააფასოთ წარსული და მოუთმენლად ელოდოთ მომავალს:
წარსული უკან არის, ისწავლე მისგან. მომავალი წინ არის, მოემზადე მისთვის. აწმყო აქ არის, იცხოვრე - თომას ს. მონსონი
არასოდეს წაშალო შენი წარსული. ის განსაზღვრავს, ვინ ხარ დღეს და დაგეხმარება იყო ისეთი ადამიანი, როგორიც ხვალ იქნები - ზიად კ.აბდელნოური
მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვაკეთებთ აწმყოში - მაჰათმა განდი
წარსული მხოლოდ ჩვენს მოგონებებში არსებობს, მომავალი - მხოლოდ ჩვენს გეგმებში.
აწმყო ჩვენი ერთადერთი რეალობაა - რობერტ მ. პირსიგი
ჩვენ ყველანი ვარსებობთ რაღაც განსაკუთრებული მიზეზის გამო. ნუ იქნები შენი წარსულის ტყვე. გახდი შენი მომავლის არქიტექტორი - რობინ შარმა.
როცა დაღლილები ვართ, თავს ისევ გვესხმიან დიდი ხნის წინ „დამარცხებული“ აზრები - ფრიდრიხ ნიცშე
მიყვარს, როდესაც დღევანდელი მოტივაციისთვის წარსულში არსებულ მძიმე პერიოდს ვიხსენებ - დუეინ ჯონსონი
წარსული ჩვენს ზურგზეა მობმული, რადგან არ უნდა დავინახოთ ის, უბრალოდ, ყოველთვის შეგვიძლია ის შევიგრძნოთ - მინიონ მაკლაფლინი
დედამიწაზე გუშინდლამდე შორი მანძილი არ არსებობს - რობერტ ნათანი
წარსული ფერფლით სავსე ვედროა - კარლ სანდბურგი
https://kidadl.com/quotes/top-past-present-future-quotes-to-shape-your-whole-life