თეგებით ძიება
31. 01. 2023 News-ები

შესაძლოა, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ისევ ვერ მიიღოს? - კახა კალაძის სპეციალური განცხადება

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ისევ არ მიანიჭონ.

„ცხადია, ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. 12-ვე პუნქტი შესრულებული იქნება. ამ პუნქტების ერთ-ერთი მიმართულება არის პოლარიზება, რაც ცხადია, ცალმხრივად ვერ მოხდება. შეუძლებელია.

სხვა რეკომენდაციები, რაც იყო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ზედმიწევნით იქნება შესრულებული, თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი. ამას არ გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიიღეს, თუნდაც, როდესაც უკრაინას და მოლდოვას სტატუსი მისცეს და არანაირი ახსნა-განმარტება არ ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მისცეს სტატუსი საქართველოს. რეალურად, ყველა ასპექტში და ყველა მიმართულებით საქართველო გაცილებით წინ იყო, თუმცა არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მე არ ვგულშემატკივრობ, ან უკრაინას, ან მოლდოვას. პირიქით, ვულოცავ ამ სტატუსს. უბრალოდ, საქართველო დაჩაგრეს. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება,“ - განაცხადა კალაძემ.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომ მიიღო, როცა 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა