ორი წლის განმავლობაში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - რას ამბობს ლაშა ხუციშვილი?
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც.
„აღსანიშნავია ის, რომ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები გაიზარდა დეკემბრის თვეში 18%-ზე მეტით, რამაც ბუნებრივია, ასახვა ჰპოვა საგადასახადო შემოსავლებზეც. მიმდინარე წელს, იანვარში, დაფიქსირდა საგადასახადო შემოსავლების 30%-იანი ზრდა.
უკვე მეორე წლის განმავლობაში, საქართველოში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გასულ წელს, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო ექსპორტის მნიშვნელოვანია ზრდა, რომელიც გაიზარდა 30%-ზე მეტად და ასევე, ტურიზმის აღდგენა, რომელმაც გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით, 7-8%-ით. ბუნებრივია, აღნიშნული მაჩვენებლები აისახება დასაქმების შედეგებზეც,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.