ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი?
2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი აღინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - ნათქვამია განცხადებაში.