"ვინც 2004 წლამდე ლაგოდეხი-გურჯაანის სამშობიაროში იმშობიარეთ და გითხრეს, თქვენი შვილები დაიღუპნენო, ყველანი ცოცხლები არიან!“ - რას წერს მამა ნექტარიოსი?
მამა ნექტარიოს მჭედლიძე სოციალურ ქსელში სამშობიაროებში, შვილების გაყიდვის შესახებ წერს.
"უკვე დავიღალე ამდენი სიბოროტე საიდან როგორ?! დედას შვილი წაართვა და გააშვილო... იმ ფულით გამოკვებო თქვენი შვილები...
ვერაფერს ვწერ მეტს,ვინც იმშობიარეთ 2004 წლამდე ლაგოდეხის და გურჯაანის სამშობიაროში და გითხრეს თქვენი შვილები დაიღუპნენ და გარდაცვლილი ჩვილები არ გინახავთ ყველანი ცოცხლები არიან.
მეტს ვერ ვიტყვი არ შემიძლია, დედებო ეძებეთ შვილები.
უბრალოდ, ის ხალხი ვინც დედას შვილი მოჰპარა ჯოჯოხეთში იწვება სამარადისოდ“, - წერს მამა ნექტარიოსი.