"დამირეკა მკურნალმა ექიმმა და მითხრა..." - რა ინფორმაციას ავრცელებს სააკაშვილის მდგომარეობაზე ადვოკატი?
საქართვველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
უფლებადამცველის თქმით, კლინიკა "ვივამედიდან" მას მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის კურსს "ვივამედში" გადის.