თეგებით ძიება

ამოვიდა უკვე ყელში ეს ყველაფერი, ვხედავ, რომ ძმა მიკვდება - გიორგი სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" მივიდა.

მისი თქმით, სირცხვილია, ის მდგომარეობა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს ამყოფებენ.

"ემოციებზე ვარ ძალიან, ვინაიდან მეც ჯერ ბოლომდე არ ვარ გარკვეული, მაგიტომ მოვედი, რომ გავარკვიო. ჩვენ ვხედავთ, რომ დღითი დღე უარესდება და მართლა როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი, მართლა სირცხვილია, რა დღეში ამყოფებენ ადამიანს. ამიტომ, ჩვენ გავერთიანდებით, საზოგადოება და ჩვენ მიშას არ მოვაკვლევინებთ, მე ვიქნები გარანტი, ძმა მაგისი. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ზომიერი განცხადებები გამეკეთებინა, მაგრამ ამოვიდა უკვე ყელში ეს ყველაფერი, ვინაიდან ვხედავ, რომ ძმა მიკვდება", - თქვა გიორგი სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ კლინიკაში შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადასაყვანად. აღნიშნული ჯერ კლინიკას არ დაუდასტურებია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა