თეგებით ძიება

მიშას თავისუფლების სანაცვლოდ, მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, საკრებულოები და პარტიის ოფისი - რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი?

"ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კლინიკა "ვივა მედში" მივიდა.

მისი თქმით, ის და მისი გუნდია მზადაა დატოვონ პარლამენტი, საკრებულოები და პარტიის ოფისი მიშას თავისუფლების სანაცვლოდ.

"მიხეილ სააკაშვილი არის პაციენტი, რომელიც სჭირდება რეანიმაციაში გადაყვანა და ამას არ აკეთებს რუსული რეჟიმი. მას უსწორდებიან ასე, არ გადაჰყავთ რეანიმაციაში. ადამიანი არის კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ, რეანიმაციაში იგი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა იცოდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს საკითხი იქნება ნომერ პირველი. სხვა პოლიტიკა არც განიხილება, როცა მიხეილ სააკაშვილს კლავენ ციხეში.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, ფიზიკური მობილიზაციის ჩათვლით, რათა თანამდებობის პირებს, ვინც ხელს აწერს პრეზიდენტის მკვლელობას, პრობლემები შეექმნათ. ყველა რაიონში იქნება სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, ყველგან დავიწყებთ მობილიზებას, ეს არ შეწყდება, ეს არის გამორიცხული. 

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, საკრებულოები და პარტიის ოფისი. მინუსებიდან დავიწყებთ ბრძოლას ქვეყნისთვის, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ფიზიკურადაც მზად ვართ, არაფრის არ გვეშინია, ფრონტის ხაზი იქნება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. მიშას თავისუფლების სანაცვლოდ ჩვენ ყველაფერს მინუსებიდან დავიწყებთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ კლინიკაში შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადასაყვანად. აღნიშნული ჯერ კლინიკას არ დაუდასტურებია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა