მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი "ჯოჯოხეთური“ სანქციები ჩაიშალა - დიმიტრი მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ჩაიშალა.
"მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები საშინლად ჩაიშალა. არ მუშაობს. სამრეწველო პროდუქციისა და სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა ჩაანაცვლა ჩვენმა, რუსულმა, ხოლო დაკარგული - აზიურმა ბრენდებმა. პარალელური იმპორტიც მუშაობს, საიდანაც იმავე დასავლურ ბრენდებს ვიღებთ, მათი მფლობელები კი არაფერს. ასე რომ, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის: ამერიკელები ფულს შოულობენ დამცირებული ევროპის ხარჯზე. ამავდროულად, სავალუტო ფონდიც კი პროგნოზირებს წელს ეკონომიკურ ზრდას რუსეთში.
რუსეთი გააგრძელებს დასავლური ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებას ყოველგვარი ლიცენზიებისა და ჰონორარების გადახდის გარეშე ყველაფერზე, ფილმებიდან დაწყებული ინდუსტრიული პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით“, - განაცხადა მედვედევმა.