თეგებით ძიება

გაუგებარია ვინ სად მიდის, ან რატომ მიდის - რას აცხადებს ლევან ხაბეიშვილი?

"ნაციონალური მოძრაობის" არჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გაუგებარია მისი კოლეგები თანამდებობას რატომ ტოვებენ.

"მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ძალა ერთობაშია და მათ შორის, მეც ამ პოზიციაზე ვარ. საერთოდ გაუგებარია ვინ სად მიდის, რატომ მიდის, მაგრამ მე ვაპირებ ყველასთან თანამშრომლობას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა და პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა