თეგებით ძიება

ელოდებიან, რომ სააკაშვილი კომაში ჩავარდეს - რას ამბობს პაატა ბურჭულაძე?

მსოფლიოს ბანი, პაატა ბურჭულაძე კლინიკა "ვივა მედში" მივიდა.

მისი თქმით, სააკაშვილი ექიმებს რეანიმაციაში განგებ არ გადაჰყავთ. 

"როდემდე უნდა ვიყოთ ჩვენი ღირსებით დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე და მის ქონებაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთ მოსამართლესთან ერთად ამ საქმეში გარეულია ზოგიერთი ექიმი და ექიმებს ეს არ ეპატიებათ. დღეს გავიგე, რომ ამწუთას არ არის გადაყვანილი რეანიმაციაში და რაღაცას ელოდებიან. რას ელოდებიან, რომ კომაში ჩავარდეს?“, - განაცხადა ბურჭულაძემ. 

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაიყვანეს. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ და კლინიკა "ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ უარყვეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა