თეგებით ძიება

სიცხემ დაუწია და ახლა შედარებით ნორმალური მდგომარეობა აქვს - რას ამბობს გიული ალასანია სააკაშვილზე?

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, სააკაშვილი რეანიმაციაში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ და ახლა მისი მდგომარეობა ნორმალურია. 

"ჯერჯერობით რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ, რაღაც პროცედურებია გასავლელიო. სხვა მხრივ, სიცხემ დაუწია, შედარებით ნორმალური მდგომარეობა აქვს. წოლით რეჟიმშია, ვერც ჯდება. მე ვთხოვდი და ვაფრთხილებდი, რომ დამოუკიდებლად ნუ შეეცდებოდა გადაადგილებას“, - განაცხადა გიული ალასანიამ. 

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაიყვანეს. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ და კლინიკა "ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ უარყვეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა