დაპირისპირება პუტინის გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდის გამო - რა მოხდა გორში? (ვიდეო)
საპირფარეშოს ქაღალდზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსახულების დატანას გორში დაპირისპირება მოჰყვა.
ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი, სოსო ბაბაევი, რომელმაც ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა აცხადებს, რომ მას კონკრეტული პირები ფოტოს გავრცელებიდან მალევე აშანტაჟებენ და პუტინის გამო საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდების ჩარევითაც ემუქრებიან.
"ზოგი ქურდებით იმუქრება, ზოგი პოლიციით, ზოგი ჩხუბით. მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, რადგან ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. პუტინი არის ქალების და ბავშვების მკვლელი", - ამბობს ბაბაევი.
მუქარის ერთ-ერთი ავტორი გახლავთ საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი ქალი.
"ცოტა აზრზე მოდით, მართლა არ აგიწიოკდეთ ოჯახები. მოგიგზავნით ქურდებს, დედას ვუტირებ მაგ რესტორანს, მარტო თქვენ კი არა. სწორედ პოლიციას ვატირებინებ თქვენს თავებს" - ამბობს ემიგრანტი.