თეგებით ძიება
31. 01. 2023 მსოფლიო

აბრამოვიჩი უკრაინას 2,3 მილიარდით დაეხმარება

რუსი ბიზნესმენი და ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი უკრაინას 2,3 მლრდ ფუნტს (2,8 მლრდ დოლარს) გადასცემს. ბიზნესმენმა ეს თანხა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიიღო. ამის შესახებ  telegraf.com.ua იუწყება. 

ფული სპეციალურ ფონდში ჩაირიცხება, რომელიც გასულ წელს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა. ფულის ჩასარიცხად აბრამოვიჩმა ევროკავშირის ნებართვა უნდა მიიღოს, რადგანაც მის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს.

ეს თანხა ერთ-ერთი უდიდესი საქველმოქმედო აქცია იქნება უკრაინაში ომის დაწყებიდან. 

ცნობისთვის, აბრამოვიჩი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა