თეგებით ძიება

სამედიცინო დოკუმენტში გადაკეთებულია მიშას სიმაღლე, ეს ნამდვილი კრიმინალია - ნიკოლოზ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამედიცინო დოკუმენტში შეამცირეს მიშას სიმაღლე, რათა კატასტროფული კლება არ დაფიქსირებულიყო.

ნიკოლოზ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ექიმები ჰიპოკრატეს ფიცს არ გატეხენ და პაციენტის სამედიცინო დასკვნას არ გააყალბებენ.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოიკლო ძალიან ბევრი და ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მიშას ოფიციალურ სამედიცინო დოკუმენტში გადაკეთებულია მისი სიმაღლე. თუ ეს დასტურდება, ეს ნამდვილი კრიმინალია“- ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.

 

შეამცირეს მიშას სიმაღლე, რომ არ გამოვიდეს კატასტროფული კლება.

მე კიდევ იმედი მაქვს, რომ ექიმური ფიცი მაინც გაიმარჯვებს და იქნება ნორმალური ინფორმაცია. - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა