თეგებით ძიება

"დაეტყო ინტელექტი პარტიას… ჯერ სად ხართ” – ამირან სალუქვაძე „ნაცმოძრაობაზე“

ექსპერტი, ამირან სალუქვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„დაეტყო ინტელექტი პარტიას.

კიდევ ორი მარგალიტი თქვა:

1. პარტიის ოფისს გადავუფორმებთ “ოცნებას” სააკაშვილის სანაცვლოდო. ასე იაფად აფასებენ. განა მილიარდს შემოვიტანთ ბიუჯეტშიო?!

2. სააკაშვილს თუ გაუშვებთ, პარლამენტს დავტოვებთო.

ანუ, გამოუვიდა, არ გაუშვათო, თორემ პარლამენტში მარტო დაგტოვებთო. ▪️ჯერ სად ხართ?!” - წერს სალუქვაძე.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტსა და საკრებულოებს დატოვებს, პარტიის ოფისს კი ხელისუფლებას დაუთმობს.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა