თეგებით ძიება

„წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება“ - ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას მხოლოდ ერთი მხარე არ წყვეტს და ორივეს თანხმობაა საჭირო. 

„მეგობრებო, ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს. ორივეს თანხმობაა საჭირო. თუ მართლა ვწუხვართ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ.

თორემ, წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან, დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი. აბა, თქვენ იცით...", - წერს ეკა ხერხეულიძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტის წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა