თეგებით ძიება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად დიმიტრიოს კარაბალისი დაინიშნა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელად დიმიტრიოს კარაბალისი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

კარაბალისს ამჟამად საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.

მისი, როგორც საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელის, მანდატი 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ თანამდებობაზე იგი პოლონელ დიპლომატს მარეკ შჩიგელს ჩაანაცვლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა