თეგებით ძიება

ექიმებს სახეზე ეტყობათ რომ ღელავენ - გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში ჯერ არ გადაუყვანიათ, თუმცა ექიმებს ეტყობათ რომ ღელავენ.

„ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ რეანიმაცია. ჩემი ინფორმაცია ასეთია, რომ პროცედურები აქვს გასავლელი. მისი მდგომარეობა უკეთესია. ძალიან მძიმე, დღე იყო. ყველანი დავიღალეთ, თვითონ მკურნალი ექიმებიც. ისინიც ხომ ღელავენ. სახეზე ეტყობა ყველას, რომ ღელავენ. ახლა უკეთესია მისი მდგომარეობა. დილით რომ ვნახე, მაღალი სიცხე ჰქონდა. ძალიან განერვიულებული იყო. ახლა შედარებით მშვიდად იყო და სიცხემაც დაუწია“, - განაცხადა ალასანიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა