სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს - ზურაბ ჩხაიძე
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფიზიოლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება და არც მისი მასის ინდექსი შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს. ამის შესახებ ჩხაიძე „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პაციენტი სააკაშვილი იღებს ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს. ეს არის მინიმალური რაოდენობა იმ კალორაჟისა, რაც ადამიანის ორგანიზმს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის სჭირდება. არანაირი ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც შეიძლება არსებობდეს საკვების მიღებისთვის, ყოველ შემთხვევაში, ხილული არ არის.
შეთავაზებული იყო პარენტერალური კვება. პარენტერალურ კვებაზეც პაციენტი კატეგორიულ უარს აცხადებს. დღეს ამ პარენტერალურ კვებასთან დაკავშირებით განაცხადა (უფრო სწორად, როგორც თვითონ აღნიშნა, ხვალ უფრო იტყვის დაზუსტებულ პასუხს), რომ გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენ ამაზეც არ გვაქვს პრობლემა. პაციენტის პარამეტრები ფიზიოლოგიური რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.