8 თვის ფეხმძიმე ამშობიარეს...3 შვილი დარჩა - ორსული ქალი, რომელიც ფილტვების ანთებით მოხვდა საავადმყოფოში, გარდაიცვალა
8 თვის ფეხმძიმე ქალი, ქეთი კოპალეიშვილი, რომელიც კლინიკაში ფილტვების ანთებით მოათავსეს, გრდაიცვალა.
ინფორმაციას გარდაცვლილი ქალის ახლობელი, ლელა გელენიძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში ადასტურებს.
„ქეთი 2 იანვარს, ფილტვების დახურვით შეიყვანეს კლინიკაში და 19 იანვრამდე აპარატზე იყო. მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, 8 თვის ფეხმძიმე ამშობიარეს... ექიმებმა შეძლეს და ახალშობილი გადაარჩინეს. ქეთის 5 დღის წინ გაუჩერდა გული... 3 შვილი დარჩა, 3 ბიჭი...“, - აცხადებსგარდაცვლილის ახლობელმა.