თეგებით ძიება

საფრანგეთში 2022 წლის აპრილში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს

საფრანგეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, მამაკაცი 2022 წლის აპრილში ნანტთან გაუჩინარდა.სამართალდამცველებმა დაკარგული კაცის ცხედარი  ლუარა-ატლანტიკის მანქანების ნაგავსაყრელზე იპოვეს. 

"მათ გაიარეს 30 კილომეტრზე მეტი ნანტიდან, გადაიარეს მინდვრები, სანამ არ მივიდნენ ძველ ფარდულში, მიტოვებულ მანქანების ნაგავსაყრელთან. მსხვერპლი ჩააგდეს ორმოში, რომელიც დაფარული იყო ბეტონის ფილებით", - წერს ფრანგული მედია. 

30 წლის მამაკაცის გაუჩინარების საქმეზე, სულ დაკავებულია 6 პირი, რომელთაგან სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავებიან.

ადგილობრივი პრესის ცნობით, მოკლული მამაკაცი წარმოშობით ქვემო ქართლიდან, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ელბრუსი გარაჯაევი იყო. ის საფრანგეთში თავშესაფრის მიღებას ელოდებოდა და ქვეყანაში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ორი წლის წინ ჩავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა