თეგებით ძიება

„ნაცმოძრაობის“ პარლამენტიდან გასვლა სასაცილოც არ არის, მხოლოდ სახტუნაოზე ხტუნაობით აჩვენებ დამსახურებებს - როგორ მიმართავს გია ვოლსკი ოპოზიციურ პარტიას?

ლევან ხაბეიშვილი, თუ ოფისის დათმობას აპირებს, შეიძლება, იქ შექმნას სასწავლო დაწესებულება, ან პოლიტიკურ საგანმანათლებლო ცენტრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, პარლამენტიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თემა უკვე სასაცილოც აღარ არის.

„გარკვეული ადამიანები თუ დაემატებათ, მთლიანად შეივსება ის დეფიციტი, რაც „ნაცმოძრაობაში“ არსებობს – ელემენტარული პოლიტიკური ცოდნა, განათლება, ხედვა. თუ დარგობრივ თემებსაც მიხედავენ, უკეთესი იქნება, რადგან მხოლოდ ხელებისა და ფეხების მომტვრევაზე არ ისაუბრებენ. თუ ცოტა განათლებას სამედიცინო დარგშიც მიამატებენ, შენობის გამოყენება ამისთვისაც შეიძლება. რაც შეეხება პარლამენტიდან გასვლას, ეს თემა უკვე სასაცილოც არ არის, რადგან პარლამენტში ეს ხალხის ნაწილმა აირჩია და მათგან პარლამენტში მუშაობას ითხოვენ, მაგრამ როცა ამის ინტელექტუალური რესურსი არ გაგაჩნია და მხოლოდ სახტუნაოზე ხტუნაობით აჩვენებ შენს დამსახურებებს, რა თქმა უნდა, სჯობს, პარლამენტიდანაც გახვიდე, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდე, მაგრამ ამ თემაზე ღლიცინი სააკაშვილთან მიმართებაში არათუ არასწორია, არამედ გარკვეულ სიმდაბლეზე მიუთითებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ: „მიხეილ სააკაშვილს თუ გაუშვებენ, მე და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ამის სანაცვლოდ დავტოვოთ საკრებულო, პარლამენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა დავიწყოთ მინუსებიდან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა