თეგებით ძიება

"ამ კლინიკაში არავინ, არავინ არასდროს უნდა მივიდეს სამკურნალოდ“ - ლელა ჯეჯელავა "ვივამედიზე“

ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობას ეხმაურება.

"ვივამედი, კლინიკა ხართ თუ დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკი? საკუთარი პაციენტების მაინც არ გრცხვენიათ?ამ კლინიკაში არავინ, არავინ არასდროს უნდა მივიდეს სამკურნალოდ. აქ როგორც ჩანს არაფერი სმენიათ პროფესიულ თავმოყვარეობაზე!“, - წერს ანალიტიკოსი.

შეგახსენებთ, 1-ელ თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში კლინიკა "ვივამედიდან“ ჩაერთო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს მოსამართლესა და დარბაზში შეკრებილებს აჩვენა როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია ამჟამად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა