„საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლს ჰგავს“ - ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილზე
„მაგნიტსკის სიის“ ავტორი, ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ ის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლს ჰგავს.
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურათები დღეს სასამართლოდან. ის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლს ჰგავს. მან დაკარგა სხეულის წონის 40% და კვდება ციხეში. ის ითხოვს გათავისუფლებას სათანადო სამედიცინო დახმარებისთვის. ის სასწრაფოდ უნდა იქნას გადაყვანილი ევროპაში", - წერს ბილ ბროუდერი „ტვიტერზე“.