ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო - გრიგორი კარასინი ფრენების აღდგენაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფედერაციული საბჭოს სენატორი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ფრენები აღადგინოს, მაგრამ ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო. ამის შესახებ კარასინმა გამოცემა RBK-სთან ისაუბრა.
"ბუნებრივია, ჩვენ განვიხილავთ ამას, აზრებს ვცვლით, მაგრამ არის გამონათქვამი, რომ ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო. და თუ დუეტის ერთ-ერთ წევრს ეჭვი ეპარება, მაშინ ზეწოლა არაა საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული", - განაცხადა კარასინმა, რომელიც ახლა ია.
საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საუბარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.