„მრცხვენია, რომ ასეთი საშინელი ქვეყნის მოქალაქე ვარ, მხეცების ქვეყნის“ - ეკა წამალაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა მთავარია ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი გადარჩეს.
„ახლა რამენაირად ცოცხალმა უნდა გააღწიოს. მერე კი არ ვიცი. ოდესმე ალბათ ამოვა საქართველო ტალახიდან,რომელშიც 2012 წელს ჩაწვა,ოდესმე.
აღარაფრის დაწერა მინდა.
აღარაფრის თქმა.
მრცხვენია, რომ ასეთი საშინელი ქვეყნის მოქალაქე ვარ, მხეცების ქვეყნის“, - წერს წამალაშვილი.