თეგებით ძიება

სამინისტრო, პენიტენციური სამსახური, ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი პატიმრის თვითდაზიანებაზე - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

„500-დღიანი პოლიტიკური კამპანიის,  სამედიცინო პერსონალის მიმართ პატიმრის ქცევისა და მისი მხრიდან რეგულარული თვითდაზიანების გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს ურთულეს პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობების შესრულება და დაუშვებელია, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეურაცხყოფის და მუქარის ობიექტები. ასევე, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, ყოველგვარი მცდელობა – პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკური კამპანიებით მათზე იქნეს გადატანილი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ ადამიანებს მადლობა გადავუხადო ღირსეული სამსახურისთვის.

ჩვენ ვაკვირდებით სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა, რის მიმართაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური,  ვინაიდან ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია, იქონიოს წამახალისებელი ეფექტი სხვა პატიმრების ქცევაზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის შესაძლოა, სერიოზულ გამოწვევად იქცეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ პასუხისმგებელნი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანადო შესრულებაზე, მაგრამ ვერ ვიქნებით ვერანაირად პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არშესრულებაში გამოიხატება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა