„შევვარდები“ სიტყვა არ მითქვამს - ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას არ განუცხადებია, რომ „თუ საჭიროდ გახდა ფიზიკურადაც შევვარდები (სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად). ამის შესახებ ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„სააკაშვილი პატიმარია და ციხეში ზის, რატი ბრეგაძე დღეს გამოვიდა და თქვა, რომ ფაქტობრივად, არაფერი შეიცვლება, პასუხისმგებლობის მოხსნისკენაც წაიყვანა და თქვა, რომ თვითდაზიანებას იყენებს (მიხეილ სააკაშვილი) და ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. როგორც ჩანს, საერთაშორისო წნეხი კიდევ არაეფექტურია და ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ელოდებიან იმას, რას გააკეთებს პარტიის ახალი ხელმძღვანელობა. თქვენ ხართ ცაიტნოტში. მათ შორის, როდესაც განსაკუთრებით გაცხელდა წინასაარჩევნო კამპანია, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე განცხადება, რომელიც ხალხს თქვენგან დაამახსოვრდა იყო, რომ „თუ საჭირო გახდა ფიზიკურადაც კი შევვარდები (სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად)“, - ჰკითხა ხაბეიშვილს ჟურნალისტმა, გიორგი თარგამაძემ.
„შევვარდები“ სიტყვა არ მითქვამს“, - უპასუხა მას ხაბეიშვილმა.