ყველაფრისთვის ვართ მზად, ოღონდ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს - გიორგი ბარამიძე
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა, სადაც ხაბეიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, სთავაზობენ რუსულ ოცნებას, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან გასვლას.
ამის შესახებ ბარამიძემ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
„ცხადია, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვიქნებით, აქედანაა ეს პათოსიც, თითოეული ჩვენგანის. ცოტა ხნის წინ დასრულდა არჩევნები და ოთხი კანდიდატიდან, ვისი წარმომადგენელი და მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, ყველას ეს პათოსი გვაქვს, ზოგი ასე გამოხატავს, ზოგი - ისე. ასეთი დამოკიდებულება გვაქვს, ყველაფრისთვის ვართ მზად, ოღონდ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.