თეგებით ძიება

ცალკეული შემთხვევა არ განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული მომავალი არ არის დამოკიდებული მის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე. ამის შესახებ ზურაბიშვილმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, მისი მხარდაჭერები ზურაბიშვილს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

2021 წლის ნოემბერში ზურაბიშვილი ამბობდა, რომ „არასდროს“ შეიწყალებს სააკაშვილს.

2022 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რას მის რეზიდენციასთან სააკაშვილის არშეწყალების მოთხოვნით აქცია გაიმართა, ზურაბიშვილმა კითხვას სააკაშვილის შეწყალებაზე ასე უპასუხა: „მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა მაშინ, როდესაც გაეცემა“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა