ყველამ უნდა გააკეთოს, სულ მცირე, ორი რამ ყოველდღე, რისი გაკეთებაც სძულს - რას გვირჩევს ფსიქოლოგი?
ყველამ უნდა გააკეთოს, სულ მცირე, ორი რამ ყოველდღე, რისი გაკეთებაც სძულს, მხოლოდ პრაქტიკისთვის, - ამ ციტატით ამერიკელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, უილიამ ჯეიმზი ამბობს, რომ ცხოვრება არ გულისხმობს მარტივი გზით სვლას.
ყველაზე რეალური გამოცდილება არის ის, რაც გამოწვევებს ეფუძნება. სწორედ ამ დროს სწავლობ ბევრს საკუთარ თავზე, შენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ხანდახან მნიშვნელოვანია რამის გაკეთება მაშინაც კი, თუ სულაც არ გსიამოვნებთ ან არ გსურთ ამ საქმიანობით დაკავდეთ.
ინტროვერტისთვის არასასურველი ამოცანის შესანიშნავი მაგალითია უცხო ადამიანებთან საუბრის დაწყება, რამაც მას შესაძლოა მოულოდნელი სასარგებლო შედეგი მოუტანოს.
თქვენი ცხოვრების ასპექტები თქვენს კონტროლს მიღმაა. მიუხედავად ამისა, შეგიძლიათ პასუხისმგებლობა აიღოთ იმაზე, თუ როგორ რეაგირებთ ამ მოვლენებზე.
ადამიანები, რომლებსაც აქვთ შიდა კონტროლის ლოკუსი, უფრო მეტ თვითეფექტურობას გრძნობენ და, როგორც წესი, უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან.
გარე კონტროლისლოკუსის მქონე ადამიანები კი ხშირად გრძნობენ თავს უმწეოდ და არამოტივირებულად.
თუ სამყაროს მიმართ პესიმისტურად ხართ განწყობილი, ფოკუსირება მოახდინეთ ინსპირაციული ადამიანების შესახებ ისტორიებზე, რომლებიც აკეთებენ დიდ საქმეებს და შეაქვთ დიდი წვლილი საზოგადოებაში.
https://www.verywellmind.com/great-psychology-quotes-2795695