თეგებით ძიება

არსად წასვლას არ ვაპირებ - ხატია დეკანოძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარტიაში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს. 

„საქმიანობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ფრაქციისთვის, გაგრძელდება ჩემ მიერ. ამას ჩემთვის ნამდვილად არ განსაზღვრავს თანამდებობა. გაცილებით მაღალი თანამდებობებიდან გადავმდგარვარ. ამიტომ, ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ფრაქციის იდეალური თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი იქნება, რადგან მან ძალიან კარგად იცის საპარლამენტო მუშაობა, იყო ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ლოგიკური იქნება, მან გააგრძელოს ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე საქმიანობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა