თეგებით ძიება

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჯო ბაიდენის სახლი გაჩხრიკა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლი გაჩხრიკა. საქმე საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევას ეხება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

4-საათიანი ჩხრეკის შედეგად პრეზიდენტის სახლში წესების დარღვევით შენახული საიდუმლო დოკუმენტები არ აღმოუჩენიათ.

10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო, რომელიც გასული წლის ნოემბრამდე ანალიტიკურ ცენტრ Penn Biden Center-ში ინახებოდა. 

ბაიდენის მის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია და მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა