თეგებით ძიება

A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდება - რას ამბობს ირაკლი ხმალაძე?

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდება.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემას და 1-ელი აპრილიდან ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის მუდმივ ნებართვას.

„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვის ბაზარი. A კატეგორიის ნებართვა, რომელიც იყო ერთწლიანი, გახდება მუდმივი, უვადო. დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა ბაზარზე - ყიდვა, გაყიდვა, იჯარით გაცემა და მიღება, ასევე ნებართვის უფლებრივად დატვირთვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სანებართვო ბაზარზე შემოვლენ იურიდიული პირებიც", - განაცხადა ხმალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა