მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში - რას აცხადებს კახა კალაძე?
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულადაა თვითდაზიანების რეჟიმში.
"ხელისუფლება ამას აკეთებს 2012 წლიდან მოყოლებული. ხაზს არ გავუსვამ, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე, საზოგადოებამ ყველაფერი იცის. ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად არის თვითდაზიანების რეჟიმში.
ამის მიზანია ის, რომ საკუთარი PR კამპანიით, უცხოელების ჩართულობით როგორმე მოხდეს მისი ციხიდან დახსნა. ეს შეუძლებელია. ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს, კონკრეტულ საქმეებზე აქვს მისჯილი. პატიმარს ნუ ატყუებენ, პირიქით დაეხმარონ, ხელი შეუწყონ, რომ გამოიყვანონ თვითდაზიანების რეჟიმიდან, ნორმალურად იკვებოს", -აღნიშნა კალაძემ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.