თეგებით ძიება

გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს - NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობისთვის საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.

კითხვაზე: თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენ ინტერესებს გამოხატავს პასუხები ასე გადანაწილდა: 

61% - არა;

31% - დიახ;

6% - არ ვიცი;

3% - უარი პასუხზე.

კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა