თეგებით ძიება

აჯობებს, უკრაინის მთავარსარდალმა მიხედოს სახელმწიფოს და ომს - რას ამბობს გიორგი ამილახვარი?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  თვითდაზიანების რეჟიმშია.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ადამიანს შეთავაზებული აქვს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოიყვანოს და ჩართოს ქართველ ექიმებთან ერთად კონსილიუმში.

„სახელმწიფო, რომელიც დღეს ომშია, ჩვენ თავს ვიკავებთ მისი მაღალჩინოსნების მხრიდან გაკეთებული განცხადებების კომენტარებზე, თუმცა ალბათ აჯობებს, დღეს უკრაინის მთავარსარდალმა მიხედოს სახელმწიფოს და იმ ომს, რომელიც დღეს მის ტერიტორიაზეა, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს პატიმარი სააკაშვილის ბედით. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ მისთვის ყველა საჭირო ჯანდაცვის სერვისი არის უზრუნველყოფილი, მას შეთავაზებული აქვს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოიყვანოს და ჩართოს ქართველ ექიმებთან ერთად კონსილიუმში, მაგრამ ადამიანი როდესაც არის თვითდაზიანების რეჟიმში, არ მიჰყვება ექიმების დანიშნულებას, არ იღებდა შესაბამის კალორიებს და მედიკამენტებს ბუნებრივია, ერთადერთი პასუხისმგებელი, ვინც ამაზე შეიძლება, იყოს, არის თავად ის ადამიანი, ვინც არის თვითდაზიანების რეჟიმში.

ვიდრეს ის არ გაათვითცნობიერებს, რომ მოუწევს ამ სასჯელის ბოლომდე მოხდა და გამოვა თვითდაზიანების რეჟიმიდან, მისი ჯანმრთელობა არის და იქნება სრულად უზრუნველყოფილი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა