თეგებით ძიება

"ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 3 და ნატოს 7 ქვეყანას - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 3 და ნატოს 7 ქვეყანას. ამის შესახებ პაპუაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა.

"ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ წლიური და გრძელვადიანი სარეიტინგო წინსვლით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულებშია.საქართველო მსოფლიო რეიტინგში 11 პოზიციით წინ გადავიდა და 54 ადგილიდან 43 ადგილზე დაწინაურდა. უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშორის წევრ 3 და ნატოს წევრ 7 ქვეყანას", - წერს პაპუაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა