უკრაინის პრეზიდენტს სცალია იმისთვის, რომ სააკაშვილის ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე - ირაკლი ზარქუა
"ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბარს ემხაურება.
"ძალიან ვწუხვარ, უკრაინის პრეზიდენტს სცალია იმისთვის, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე და პრესკონფერენცია ატაროს. ძალიან უცნაურია, ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი იღუპება და ამ დროს ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, რომელსაც სხვათა შორის მიუსაჯა ევროპულმა სასამართლომ, იქ სადაც ახლა ზის, ჩემთვის გაუგებარია. მე უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას და ღირსეულ ხელისუფლებას“, - განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, 1-ელ თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოები წარადგინა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი ექსპრეზიდენტის მოკვლაა.