"ინსულინი მჭირდება, რომ ვიცოცხლო" - საქართველოში ინსულინის დეფიციტია?
"ინსულინი მჭირდება, რომ ვიცოცხლო" - ამ მოწოდებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მშობლებმა აქცია გამართეს.
როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, ერთ წელზე მეტია რაც დიაბეტის მქონე ბავშვებს შეზღუდულად მიეწოდებათ ნოვორაპიდი, კვების ინსულინი რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მოგვიანებით, აქციის ორგანიზატორი მშობლები ჯანდაცვის წარმომადგენელს შეხვდნენ.
მათი თქმით, მშობლების მოთხოვნა დაკმაყოფილდება. შაბათს ჩამოვა ნოვორაპიდი. ორშაბათს კი ჩვეულებრივ შეძლებენ ინსულინის, ნემსისა და ჩხირების აღებას წინააღმდეგ შემთხვევაში, მშობლები განაგრძობენ მასშტაბურ აქციებს