მოვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას - შალვა ხაჭაპურიძის სპეციალური განცხადება
ჩვენ ვხსნით ყველა მოწმეს, დავკითხავთ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, შესაბამის შუამდგომლობას ის ხვალინდელ პროცესზე დააყენებს. როგორც ადვოკატი ამბობს, მინისტრი ბრეგაძე თავის ბრიფინგებზე აკეთებს განცხადებებს, რომელიც კითხვებს ბადებს და საჭიროა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა:
"გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია...აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს. მოწმეა ჩვეულებრივი" ამბობს ხაჭაპურიძე, რომელმაც ვივა მედის კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის კურსს კლინიკა "ვივამედში" გადის.