ბრძოლა არ დასრულებულა, პირიქით სხვა მასშტაბი შეიძინა - ნიკა მელია
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ბრძილა არათუ დასრულდა, პირიქით, სხვა მასშტაბი შეიძინა. ამის შესახებ მელიამ “ტვ პირველთან” განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა ღირებულებითი ბრძოლა, რომელიც არათუ არ დასრულებულა, პირიქით, 30 იანვრის შემდეგ, სხვა მასშტაბი შეიძინა და მინდა ყველა დავარწმუნო, ის სიმართლე, ღირებულებები, ადრე თუ გვიან აუცილებლად გაიმარჯვებს, ვინაიდან შეუძლებელია ღირებულებებმა არ მოიპოვოს გამარჯვება პოპულიზმზე, სიცრუეზე, ცილისწამებაზე“, - განაცხადა მელიამ.