თეგებით ძიება

ნამდვილად არ ვისურვებდი ახლა ხაბეიშვილის ადგილას ყოფნას - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ახალ თავმჯდომარეზე, ლევან ხაბეიშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის ადგილას ყოფნას არ ისურვებდა. ამის შესახებ მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ეს არჩევნები პრაქტიკულად წარიმართა ერთი ხაზით: ვინ შევა და ვინ გამოიყვანს მიხეილ სააკაშვილს. წინასაარჩევნო კამპანია თავიდან ბოლომდე პოპულიზმზე იყო აგებული. ნამდვილად არ ვისურვებდი ახლა ლევანის ადგილას ყოფნას, მართლა ვშიშობ, რომ არ აღმოჩნდნენ ისინი არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში, მათ შორის ერთ-ერთი შევარდნა, შეჭრა და სააკაშვილის გამოხსნა, რაც წარმოუდგენელი იყო,  ვინაიდან თუ კი სადმე  შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ მე. ფაქტია ეს ჩემს ბიოგრაფიაში არსებობს, მაგრამ გაცილებით მარტივია ყველაფრის გაკეთება, როდესაც შენ საკუთარი თავისუფლების, ან თუნდაც ჯანმრთელობის რისკის ფასად დგამ ამ ნაბიჯს, მაგრამ როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხე დგება, ასეთი  განცხადებების გაკეთება არაფერია, გარდა პოპულიზმისა.

დიახაც,  იმძლავრა ამომრჩეველთა ნაწილში საკითხების სწრაფად  გადაწყვეტის სურვილმა.  რაღაც ნაწილმა ალბათ დაიჯერა, რომ მთავარია პარტიის თავმჯდომარის სავარძელი აღარ ეკუთვნოდეს ნიკა მელიას და გადავიდეს სხვა პირების ხელში და მიზანი მიღწეული იქნება“ - განაცხადა ნიკა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა