თეგებით ძიება

როგორ უნდა შეასრულოთ სამუშაო დაყოვნების გარეშე?

როდესაც რაიმე დამღლელი ან სტრესული გვეჩვენება, ინსტინქტი ხშირად გვიბიძგებს, რომ პრობლემის გადაჭრა გადავდოთ.

გაჭიანურება - საქმის გადადება - შეიძლება უვნებელ და თუნდაც დამხმარე გზად მოგეჩვენოთ ცხოვრებისეული სტრესის დასაძლევად. თუმცა ხანგრძლივ გაჭიანურებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება როგორც პირადი, ასევე პროფესიული ცხოვრებისთვის.

ეს ხშირად განიხილება, როგორც მოტივაციის პრობლემა. მიზეზი შეიძლება იყოს შფოთვის ან დეპრესიის სიმპტომი, განსაკუთრებით თუ ეს გრძნობები არსებობს ადამიანის ცხოვრებაში. გარკვეულმა პიროვნულმა თვისებებმა (როგორიცაა პერფექციონიზმი ან არაპროდუქტიული აზროვნებისკენ მიდრეკილება), უენერგიობამ, უამბიციობამ და ზოგჯერ სიზარმაცემაც ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს საქმის გაკეთების გადადებას.

დაისახეთ ყოველდღიური მიზნები. ყოველი დღე ცოტათი უფრო წარმატებული უნდა იყოს, ვიდრე წინა დღე. ყოველდღიური მიზნები პროგრესის განცდას განაპირობებს.

მაქსიმალურად ეცადეთ, შექმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს უწყობს მუშაობის პროცესს. დრო შეზღუდულია, ჩვენ ყველას გვაქვს 24 საათი დღეში.

ასევე რეგულარულმა შესვენებებმა - ყოველდღიური ცხოვრების აურზაურისგან ტვინის „გადატვირთვამ“ შეიძლება შეამციროს საქმის გადადების ალბათობა.

https://www.successconsciousness.com/blog/personal-development/ways-to-stop-procrastinating/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა