"იმედია, რომ ერთხელ კიდევ გავფართხალდები სცენაზე. რა ასაკისაც არ უნდა იყოს, მსახიობს ყოველთვის აქვს სცენაზე დგომის სურვილი“ - ჯემალ ღაღანიძის უკანასკნელი ინტერვიუ
მსახიობი, ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გთავაზობთ, მსახიობის უკანასკნელი ინტერვიუს, რომელიც ჟურნალისტმა, თამარ გონგაძემ მაშინ ჩაწერა, როცა ავად იყო.
– იყო როლი რომელზეც გული გწყდებათ?
– დონ კიხოტის თამაში მინდოდა, მაგრამ კახიმ წამართვა (იცინის). მე მინდოდა თამაში, შემოთავაზება არ მქონია, ამ გმირის ცალმხრივი სიყვარული მქონდა. გამხდარი ვიყავი და მქონდა მისი თამაშის განწყობა.
რაც შეეხება თეატრს, იქ 63 წელი გავატარე. მაყურებლის წინაშე წარდგომა, ეს დიდი სიამოვნებაა მსახიობითვის.
კინოსგან განსხვავებით, არც ერთი თამაში არ მეორდება თეატრში, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად თამაშობ.
იმედია, რომ ერთხელ კიდევ გავფართხალდები სცენაზე. ამის სურვილს რა მომაკლებს. რა ასაკისაც არ უნდა იყოს, მსახიობს ყოველთვის აქვს სცენაზე დგომის სურვილი“, - ამბობდა მსახიობი.
წყარო - "პრაიმტაიმი"